მარიამ კუკავა - ბავშვთა უსაფრთხოება უნდა გახდეს პრიორიტეტი

პარტია ,,ხალხისთვის’’ მდივანი, მარიამ კუკავა ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა უსაფრთხოების მიმართულებით.

მისი განცხადებით, ბავშვთა უსაფრთხოება პრიორიტეტი უნდა გახდეს.

“ხელისუფლება არაფერს აკეთებს ბავშვების უსაფრთხოების მიმართულებით, ამას მოწმობს ყველა ის გახშირებული ტრაგიკული ფაქტები, რომლის მომსწრეები ბოლოს თვეების განმავლობაში ვართ. ბავშვები იღუპებიან გზებზე, მოედნებზე, სკვერებში, მდინარეებში და ა.შ ყველგან სადაც უსაფრთხოების ნორმები არის მოშლილი და არ ხდება მათი შემოწმება. ამას ამყარებს ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. ბოლო 4 წლის განმავლობაში ათასამდე ქვეითად მოსიარულე ბავშვი დაშავდა გზებზე. ზაფხულის სეზონი დაკავშირებულია ტრაგედიებთან, მხოლოდ ამ სეზონზე დაიხრჩო ექვსი ბავშვი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია ვმუშაობთ და გვაქვს კამპანია ,,იცურე მშვიდად’’, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა განვახორციელეთ. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობები არიან პასუხისმგებელი უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო და გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა არ დადგეს ის შედეგები,რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვიგებთ’’ , - აცხადებს მარიამ კუკავა, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს