იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ციფრული მმართველობის სააგენტო და „სქილვილს“ აკადემია პროფესიული გადამზადების ერთობლივ პროექტს განახორციელებენ. მათივე ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებით სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიაში მოსახლეობის გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
პროექტის მიზანია, მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები ახალგაზრდებს, რომ დაიწყონ ახალი კარიერა, ან ნებისმიერ ადამიანს მიეცეს პროფესიის განახლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა და ,,სქილვილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი გიორგაძემ მოაწერეს.