პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ეს დღე აცოცხლებს იმ მოგონებებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ომთან და გვაფიქრებს კიდევ ერთხელ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, მის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. ადამიანებმა ამ იდეისთვის გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ჩვენი, ამ თაობის ვალია დავაფასოთ ეს სისხლი და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულია 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი (4 სამხედრო, 9 მშვიდობიანი მოქალაქე). საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

სამოქალაქო პანაშვიდს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დეპუტატები დაესწრნენ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის