გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო -პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 ივლისს, 05:00-დან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი, ხოლო 12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის რაიონის სოფლებში არშა, სიონი, სნო, აჩხოტი, გარბანი, ხურთისი, ახალციხე, კარკუჩა, ფანშეტი, ჯუთა, გერგეტი და მიმდებარე სოფლებში.
01:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტს დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში. 06:00-დან 07:00 საათამდე მომხმარებლებს სოფელი დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნურადინ-ფრიდონის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ვახუშტი ბატონიშვილის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩილიპირებში. 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში ქერჩის, კანდელაკის, მიდელაურის, მიქატაძის, ერმალოზ კობერიძის, ტაბიძის, რაზმაძის, ზაქარია მაისურაძის, ვართაგავას, მებაღიშვილის, გულისაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე.
07:00-დან 10:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ზემო წეროვანში, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, წილკანში, მისაქციელში. 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი.
10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი.
11:15-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია გამოირთვება თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, კახოიანები, ჯერვალიძეები.
12:00-დან 18:10 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის, მ. კოსტავას, კონსტიტუციის, არაგვისპირელის, იოსელიანის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, ლუთხუბი, ზანდუკი, კიტოხი, მაქართა, ჩოხი, დუმაცხო, ბაკურხევი, დიხჩო, დიდებაანი, ჩობალაურები და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.