სემეკმა მელიორაციის სექტორის მარეგულირებელ აქტებზე საჯარო წარმოებები დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე საირიგაციო წყლის მიწოდების წესებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საირიგაციო წყლის მიწოდების წესების გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 29 აგვისტო, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2023 წლის 17 აგვისტო.

„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბერი, ხოლო სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2023 წლის 17 აგვისტო. ახალი მარეგულირებელი აქტებით დარეგულირდება პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემიდან წყლით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. აღნიშნული ემსახურება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის სწორი მოლოდინის შექმნასა და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფას, ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის საჭირო აუცილებელ პირობას შექმნის.

საირიგაციო წყლის მიწოდების წესებთან დაკავშირებით სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც განიხილეს საირიგაციო წყლის მიწოდების წესების ძირითადი მიმართულებები. სემეკის ორგანიზებით დაგეგმილია პერმანენტული სამუშაო შეხვედრები საირიგაციო სისტემის მომხმარებლებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან“,-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის