ბრიუსელში, ევროპარლამენტის წევრის, პარლამენტის კვესტორის, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, კაროლ ადამ კარსკის მიწვევითა და მხარდაჭერით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი შედგა.
პროექტის ფარგლებში ევროპარლამენტის ალტიერო სპინელის დარბაზში გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმის" პრეზენტაცია და პანელური დისკუსია თემაზე- სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო მოდელი.
„უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები: ფრაქციის თავმჯდომარე იოანნა კოჩინსკა, კავკასიის ჯგუფის წევრი კოსტავას ზვოტოვსკი, რუსეთთან ურთიერთობის ჯგუფის წევრი რიჩარდ ჩარნეცკი, უხუცესი პარლამენტარი ჰენდრიკ პროვარი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ბრიუსელში. დისკუსიაზე განიხილეს „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ განვითარების პერსპექტივები, რომელიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო და შერიგების პროცესის დაწყებას სამხრეთ კავკასიაში და სამომავლოდ განიხილება, როგორც კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი ალტერნატიული გზა.
შეკრებილებს უნივერსიტეტის სახელით მიმართა სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ და და სსუ აბიტურიენტმა, აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომლის საშუალებითაც ევროპარლამენტში პირველად გაისმა აფხაზური ენა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირმა დიხამინჯია, სსუ აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორმა ნანა გულუა, ვარშავის ბოლესლავ პრუსის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი გიორგი ჯეჯეია. დაისვა კითხვები საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების, ტრანსფორმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ასპირაციის თაობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.