ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებისთანავე იყო მიწოდებული როგორც კერძო, ასევე ქსელური სააფთიაქო დაწესებულებებში რეალიზაციისათვის, მაგრამ შეზღუდული და არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე მოხდა აღნიშნული მედიკამენტის სწრაფი ამოყიდვა, - ამის შესახებ განცხადებას „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ ავრცელებს, რითაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიკამენტი მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იმპორტირებული იქნა მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის ვერ მოახერხა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას“ სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე „დეპაკინ ხრონი“-ზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების გამოვლენის შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით. მეტიც, ფარმაცევტული ასოციაციის წევრებზე ბრალის დადება მოხდა არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებსა ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტზე მხოლოდ და მხოლოდ სავარაუდო ინფორმაციასა და დაშვებების საფუძველზე.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აცხადებს, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” რომელიც წარმოებულია კომპანია „სანოფის“ მიერ, მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იქნა იმპორტირებული მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის. ასევე შეფერხებულია აღნიშნული მედიკამენტის იმპორტი პარალელური რეჟიმით თურქეთიდანაც, ვინაიდან თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტის რეფერენტულ ფასში მოწოდებას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიკამენტი „დეპაკინი ხრონო” საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებისთანავე იყო მიწოდებული როგორც კერძო, ასევე ქსელური სააფთიაქო დაწესებულებებში რეალიზაციისათვის, მაგრამ შეზღუდული და არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე მოხდა აღნიშნული მედიკამენტის სწრაფი ამოყიდვა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გმობს მის წევრ კომპანიებზე მორიგ ჯერზე გავრცელებულ ბრალდებებს და ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია არის მიზანმიმართული სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ, რაც ყოვლად მიუღებელია და დასაგმობია დარგის თითოეული წევრისთვის.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი”, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?