ამანათების ტრანსპორტირების სექტორში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა შპს „ფორსას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია - ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში არსებულ ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს. შესაბამისად, მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.

„2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივნისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 270 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 175 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 14 დარღვევის ფაქტი - 28 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 84 საქმეზე - 48 შეთანხმება გაფორმდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის