დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდი აქვს

იძულებით გადაადგილებული პირები მათი განსახლებისა თუ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდის საშუალებით მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ვებგვერდი - https://idp.moh.gov.ge/ მაქსიმალურად მორგებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს და შესაძლებლობას აძლევს მათ მარტივად და სწრაფად გაეცნონ ინფორმაციას იმ პროგრამებისა თუ პროექტების შესახებ, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს