საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მასში მაღალი რანგის სამხედრო პირები, თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატები მონაწილეობდნენ.

„გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და დელეგაციის წევრებს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურთან, გენერალ-მაიორ ტომას კარდენთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მან ამერიკულ მხარეს მოწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეულ პროცესში აშშ-ის ჩართულობასა და მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა და ამერიკული მხარის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. მხარეებმა საუბრისას ყურადღება ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო გლობალური და რეგიონული მასშტაბით უსაფრთხოების გამოწვევებს, შავი ზღვის რეგიონისა და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს. აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ეროვნული გვარდიის გაერთიანებული ძალების შტაბსა და გაერთიანებული ოპერაციების ცენტრსაც მოინახულებს; დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი რეგიონულ საწვრთნელ ინსტიტუტსა და გვარდიის ქვედანაყოფის ბაზაზე”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო