ნარკორეალიზატორების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებული ადვოკატები განკარგავდნენ თანხებს, რომლებიც ნარკოვაჭრობით იყო მიღებული და უზრუნველყოფდნენ მის ხელმძღვანელ პირთან მიტანას

ნარკორეალიზატორების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმის პროკურორის, შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, ბრალდებული ადვოკატები განკარგავდნენ ფულად თანხებს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად იყო მიღებული და უზრუნველყოფდნენ ხელმძღვანელ პირთან მიტანას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გაიმართა აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო განხილვა. 6-ვე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება - 6-ვე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა, მათ შორის 3 პირს დაუსწრებლად. ეს ის პირები არიან, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. ბრალდებული ადვოკატები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში. მათი ქმედებები, რომლებიც ბრალშია აღწერილი, არის შემდეგი - ისინი ჩადიოდნენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და ასევე, ნარკოტიკების გასაღებას. აღნიშნული პირები განკარგავდნენ ფულად თანხებს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად იყო მიღებული და უზრუნველყოფდნენ ხელმძღვანელ პირთან მიტანას სხვადასხვა გზით. ასევე ახორციელებდნენ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის კონვერტაციას, საქართველოში ქონების შეძენასთან დაკავშირებით გადარიცხვებს, თურქეთში უძრავი და და მოძრავი ქონების შესაძენად თანხის გადარიცხვებს. 3 წლის განმავლობაში 16 პირის მიმართ არის დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა შმაგი გობეჯიშვილმა.

ცნობისთვის, ნარკორეალიზატორების - ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს, მათ შორის, ადვოკატებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ძებნაში მყოფი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით