გია ცაგარეიშვილი - გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს ეახლა, ფეხებში ჩაუვარდა და პარტიის სიაში სამი ადგილი სთხოვა - ბლეფია, არავითარი გაერთიანება არ შემდგარა

ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - ბლეფია, არავითარი გაერთიანება არ შემდგარა, ამ შემთხვევაში გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს ეახლა, მას ფეხებში ჩაუვარდა, პარტიის სიაში სამი ადგილი სთხოვა, რასაც მიიღებს და "ნაციონალური მოძრაობის" სიაში ჩაეწერება, - ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, კანონით ბლოკების შექმნა აკრძალულია, ამიტომ არჩევნებშიმიღებული ხმებიდან გამომდინარე შედეგი მხოლოდ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება და "არა მის სიაში ჩაწერილ ფიზიკურ პირებს".

ცაგარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ პარტიების მექანიკური გაერთიანება სინერგიას და გაერთიანების სასარგებლოდ საარჩევნო ხმების მყისიერ მობილიზებას არ იძლევა.

"საარჩევნოდ რაც მეტი გაერთიანება და ალიანსი შეიქმნება, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის. პოლიტიკური გემოვნების საკითხია, ვის მოეწონება ამგვარი გაერთიანებები და ვის - არა. მე უბრალოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამგვარ გაერთიანებებს არავითარი შანსი არ ექნება. სადღაც ერთი წლის წინ ითქვა, რომ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას გაერთიანება შეიქმნა - ეს გაერთიანება არც შექმნილა, არც დაშლილა ისე მიატოვა ვაშაძემ და საფუძველი ახალ გაერთიანებას ჩაუყარა. არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და არ გამოვრიცხავ, რომ ეს გაერთიანებაც დაიშალოს და მის ბაზაზე კიდევ ახალი შეიქმნას.

ეს არათანმიმდევრულობა პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ პროცესს ძალიან ავნებს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით