ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ბრალდებული მეჰმედ ჩითლაქი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს

ნარკორეალიზატორების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის მეჰმედ ჩითლაქის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმეში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციასთან დაკავშირებით გარკვეული ბრალდებები აქვს, რომლის გამოსაძიებლადაც გეგმავენ შესაბამის სამსახურს მიმართონ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს და ამბობს, რომ მას არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული. მას აქვს სხვადასხვა ბრალდებები პოლიციის მიმართ, რომ მას ჩაუდეს აღნიშნული. გავაჟღერეთ ეს საკითხი სასამართლო სხდომაზე. სპეციალური სამსახური არსებობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც მივმართავთ. აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ვითხოვდით, 10 ათასი ლარი შევთავაზეთ სასამართლოს, მაგრამ მოსამართლემ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა. მიმაჩნია, რომ ეს უსამართლობაა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაინტერესებულია, რომ საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული, რადგან ის თავს არ მიიჩნევს დამნაშავედ. გული მწყდება, რომ პატიმრობა ჩვენს ქვეყანაში ზოგად წესად გადაიქცა და სხვა ღონისძიებებს არ იყენებენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ნარკორეალიზატორების - ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს, მათ შორის, ადვოკატებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ძებნაში მყოფი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება