საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო ანტიკორუფციული ბიუროების ასოციაციაში გაწევრიანდება

საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ანტიკორუფციული ბიუროების ასოციაციაში მიიღებენ. ქართულ მხარეს მხარდაჭერას ანდალუზიის ანტიკორუფციული ბიუროც გაუწევს.

ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილისა და ანდალუზიის კორუფციული ბიუროს დირექტორის, რიკარდო ვისენტე პუოლ სანჩესის, შეხვედრაზე.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი ანტიკორუფციული ბიუროს გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის დაწყება იყო.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერებას საქართველოში. ესპანეთში ვიზიტისას ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ესპანური იურიდიული კომპანია Torres & Oliva საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, კონსულტაციებს გაუწევს. საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს მხარდაჭერას უშუალოდ კომპანიის უფროსი პარტნიორი, ხოსე სანტიაგო ტორეს პრიეტო აღმოუჩენს. მემორანდუმი ითვალისწინებს კონსულტაციებსა და აქტივობებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ, სამოქალაქო კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკისა და ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, საქართველოს ანტიკორუფციულ სისტემაში ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნების ინტეგრირება. მათ შორის, Greco-ს (კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) მიერ გამოცემული ანგარიშების, მათი რეკომენდაციების სრულყოფილად შესწავლა და გათვალისწინება ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სტრატეგიის შექმნის პროცესში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის