საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge-ის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge-ის სივრცე მოაწყოს ან/და ოპერირება განახორციელოს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, VIP Lounge გაფრენის დარბაზში (სარეჟიმო ტერიტორია), პირველ და მეორე სართულზე მდებარე, დაახლოებით, 270 კვ. მეტრ ფართში უნდა განთავსდეს.

„დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები ბიზნეს მოდელის თაობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას თანამშრომლობას შესთავაზებენ, არაუგვიანეს 2023 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); განცხადების წარმოდგენა ასევე დასაშვებია ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა დეტალები იხილეთ: https://www.airports.ge/index.php/ka/archive/2-news/139-2023-07-20-08-18-22 ან https://research.spa.ge/ka

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის