ანა კაკაბაძე - ყველა იმ ადამიანს, ვინც ენდოპროთეზირებას საჭიროებს, დედაქალაქის მერია ოპერაციას სრულად დაუფინანსებს - ეს დაპირება რეალობად იქცა

ყველა იმ ადამიანს, ვინც ენდოპროთეზირებას საჭიროებს, დედაქალაქის მერია ოპერაციას სრულად დაუფინანსებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ანა კაკაბაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დედაქალაქის მერმა დააანონსა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ენდოპროთეზირებას საჭიროებს, დედაქალაქის მერია ოპერაციას სრულად დაუფინანსებს. ეს დაპირება რეალობად იქცა და ოპერაციის ღირებულება ყველა ასაკის ადამიანს სრულად დაუფინანსდება“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

მან დედაქალაქის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას და ყველა შესაბამის სამსახურს, რომელთა ერთობლივი საქმიანობის შედეგად აღნიშნული პროგრამის ამოქმედება მოხდა, მადლობა გადაუხადა.

„სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადამიანებს ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდებათ”, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ცნობისთვის, დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის