„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალმა მმართველმა კომპანია Aqualia-მ მედიასთან პირველი შეხვედრა გამართა და საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, Aqualia ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეიძინა.
,,წყალმომარაგების დარგში მსოფლიოში საუკეთესო კომპანიის, ესპანური Aqualia -ს საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების არსებული სისტემისა და პრობლემების დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი. ჩვენ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, როგორ მოვაგვაროთ ამ სფეროში არსებული პრობლემები. განვავითაროთ სისტემა, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, გადავამზადოთ კადრები, შევქმნათ ხარისხის მონიტორინგის სისტემა და გავმართოთ კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა.
აღსანიშნავია, რომ აქტიური ფაზის დაწყებამდე არსებული ინფორმაცია, არ იყო საკმარისი, შესაბამისად მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ სისტემის დეტალურ ანალიზს. ამჯერად ჩვენი კომპეტენცია, გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და მისი სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული", - ამბობს GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.