ზურაბ აზარაშვილი დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ თანამშრომლები კვირაში 40 საათზე მეტი დროითაც შეუძლიათ ამუშაონ, თუმცა ამისთვის მათ დამატებითი საფასური უნდა გადაუხადონ

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დამსაქმებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ახალი რეგულაციებით, თანამშრომლები კვირაში 40, ხოლო თვეში ნებადართულ 160 საათზე მეტი დროითაც შეუძლიათ ამუშაონ, თუმცა ამისთვის მათ დამატებითი საფასური უნდა გადაუხადონ.

როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების ჟურნალისტებთან განმარტა, ის მოსაზრება, რომ ახალმა რეგულაციებმა, სამუშაო დროის შემცირებამ, ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტი შექმნა, არასწორია.

„48 საათიანს სამუშაო კვირას რაც შეეხება, ეს ეხება კონკრეტულ სექტორებს, ძირითადად, RETALE (საცალო) სექტორს, სადაც სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალში შეყვანილნი იყვნენ, მაგალითად სუპერმარკეტის მოლარეები, სასტუმროს ან რესტორნების თანამშრომლები, მშენებლები და ა.შ. სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა, სხვა ქვეყნებში როგორც გამოიყენება, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, სადაც ფორსმაჟორისა და სხვადასხვა მოვლენების დროს სახელმწიფოს ფუნქციონირებას საფრთხე არ უნდა შეექმნას. ამ ჩამონათვალში იყო ჩამატებული, თავის დროზე, ასეთი სამუშაოები. ჩვენ რა გავაკეთეთ - იანვრიდან გავასწორეთ და იქ, ისეთი ჩამონათვალი დავტოვეთ, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული სამუშაოებია. შესაბამისად, ვთქვით, რომ მთლიანად სამუშაო ძალისთვის 40-საათიანი სამუშაო კვირა არის ნორმირებული ანუ თვის განმავლობაში 160 საათიანი სამუშაო დღე არის ნორმირებული. შეუძლიათ ამუშაონ, თუ სწორად მახსოვს, 250 თუ 260 საათიც კი, თვის განმავლობაში, ოღონდ 160 საათის ზევით რასაც ამუშავებენ, ზეგანაკვეთური უნდა გადაუხადონ. ეს ვთქვით ჩვენ ანუ ის, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია, ის, რომ კანონმდებლობით შეუძლებელია ამუშაონ, აქ, მსგავსი ასეთი შეზღუდვა არ არის. ზუსტად იგივე თანამშრომლები, რომლებიც მანამდეც მუშაობდნენ RETALE-ის სექტორში და პირობითად, 192 საათის მუშაობის შემთხვევაში, თვის განმავლობაში, მაგალითად, 500 ლარს იღებდნენ, ახლაც შეუძლია იგივე თანამშრომელს იმუშაოს, 160 საათის განმავლობაში აიღებს პირობითად, იგივე 500 ლარს. 160 საათიდან 192 საათამდე ანუ 32 საათში აიღებს ზეგანაკვეთურს. განსხვავება ეს არის რომ ოდნავ მეტის გადახდა მოუწევთ,“ - აცხადებს აზარაშვილი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება