გენადი არველაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კოენ დავიდსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბანკის ჩართულობით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია და სხვ. ამავე დროს, ხაზი გაესვა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევას. აღინიშნა ამ პროექტის დიდი მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკული მომავლისთვის.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება და თბილისში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. გენადი არველაძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე ბანკის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის