ნანა ტოხვაძე - მთავარია, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ყველა პროდასავლელმა ამომრჩეველმა იპოვოს სასურველი არჩევანი ოპოზიციურ ერთობებს შორის

„სტრატეგია აღმაშენებლის" და ენმ-ს ბაზაზე გამარჯვების პლატფორმის დაანონსებისთანავე საღერღელი აეშალათ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, საქართველოს ხელისუფლებას რომ არქმევენ საკუთარ თავს. ღელვის გამძაფრების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებს თუ რამე აშფოთებთ ეროვნული ინტერესის გარშემო ოპოზიციის ძალთა კონსოლიდაცია და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის გარდამტეხი არჩევნები გველოდება, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანი და მომავლის პერსპექტივა ხალხის სასარგებლოდ უნდა გაფორმდეს.

„მთავარია, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ყველა პროდასავლელმა ამომრჩეველმა იპოვოს სასურველი არჩევანი ოპოზიციურ ერთობებს შორის. ამისთვის ერთი და ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ცენტრის არსებობასთან ერთად საჭიროა მეორე, მესამე არჩევანი და შესაბამისად გამახვილებული, პროდასავლური ღირებულებების მქონე პოლიტიკური ჯგუფების არსებობა მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა