გენადი არველაძე აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს აარუნ ვენკატარამანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ - ში იმყოფება, აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს აარუნ ვენკატარამანს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას. მისი თქმით, ორი ქვეყნის სავაჭრო ბალანსი დადებითი დინამიკით ხასიათდება, ხოლო აშშ-ს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია.

„შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში კომერციის დეპარტამენტის მიერ "სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის" დაგეგმილ ვიზიტზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში შედგება. გენადი არველაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობაზე და სახელმწიფო პროექტებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ლოჯისტიკის განვითარების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პარტნიორების მოძიების მიზნით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან. ამერიკულმა მხარემ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოზიტიურად შეაფასა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ვაჭრობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა