პარტია „ხალხისთვის“ - მოვუწოდებთ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი ჩაატარონ

თბილისის საკრებულოს პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კორუფციის ხელშემწყობი სისტემების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებელი აუდიტი უნდა ჩატარდეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140-ე მუხლი საკრებულოს აძლევს შესაძლებლობას, მოწვეულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა აუდიტი ჩაატაროს, რაც თბილისის მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

2023 წლის 7 ივლისს დანიური გამოცემამ დაწერა, რომ თბილისის მერიამ 2021 წელს 60 მილიონი ლარით ძვირად შეიძინა თურქული კომპანია BMC-სგან 226 ცალი 12 მეტრიანი ავტობუსი ვიდრე სხვადასხვა ქვეყანაში მისი რეალური ღირებულებაა. თბილისის მერიამ ეს თანხა განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან EBRD-დან მიიღო, სწორედ ამიტომ არის საინტერესო როგორ დაიხარჯა ევროკავშირის ფული, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დონორების მიერ დაფინანსებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

ამ სტატიაში ნათლად ჩანს ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების რისკი მაღალია თბილისის მუნიციპალიტეტში შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა საქმეში ევროკავშირის აუდიტის განყოფილება და ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლო ჩაერთოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ბუნდოვანია სად მიდის ქართველი ხალხის ფული, თუმცა ახლა ვხედავთ რომ ევროკავშირის ფულიც თბილისის მერიისა და კალაძის სავარაუდო კორუფციულ ჭაობში იძირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კორუფციის ხელშემწყობი სისტემების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სახელით მოვუწოდე ხელისუფლებას და ოპოზიციას - გამოვიყენოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კანონისმიერი დანაწესი და ჩავატაროთ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებელი აუდიტი, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვლინდეს ყველა სავარაუდო კორუფციული ბუდე თბილისის მერიაში და როგორც საკრებულომ მივიღოთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაცია კორუფციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ყველასთვის“, - განაცხადა ნინო წულაძემ, რომლის კომენტარს პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის