გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22, 23 და 24 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22, 23 და 24 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 და 23 ივლისს, 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი.

22 ივლისს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტს დიღომში აღმაშენებლის ხეივანში. 06:00 საათიდან 07:00 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში: მუხათწყარო, თხინვალა, ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი.

24 ივლისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგია გაეთიშება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი, სეთურნი, ქუმლისციხე, ზაქათკარი, სოკურიანი, ქვეშეთი, ჯაღმიანი, კაიშაურნი, "მთა ვარცლა", არახვეთი და გუდაური.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!