18 ივლისს „აქსელმა“ და „ტერაბანკმა საინვესტიციო შეხვედრა გამართეს.
ორგანიზატორების ცნობით, აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, „ჭკვიანი ფულის“ ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.
„2023 წლის 18 ივლისს „აქსელმა“, „ტერაბანკის“ მხარდაჭერით, საინვესტიციო შეხვედრა გამართა, რომელსაც დაესწრნენ „აქსელის“ წევრები, პოტენციური წევრები და ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ტექნოლოგიური სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესების, ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეებისა და ინვესტორების დაკავშირებას, სასარგებლო პარტნიორობების დამყარებასა და სტარტაპერების საქმიანობების განვითარების მხარდაჭერას.
შეხვედრის ფარგლებში ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცადნენ. ასევე, აქსელმა მოწვეულ სტუმრებს თავისი პორტფოლიო სტარტაპები წარუდგინა.
სტარტაპებს შორის იყვნენ:
აქსელის პრეზენტაციის შემდეგ, თითოეული სტარტაპის ფიჩამდე, აქსელის აქტიურმა წევრმა ინვესტორებმა დამსწრე აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. კერძოდ, თუ რატომ დაინვესტირდნენ ამა თუ იმ სტარტაპში, როგორია მათი საინვესტიციო სტრატეგიები და ა.შ.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.