საქპატენტი და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა ბათუმში ერთობლივ ღონისძიებებს მართავენ

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, 24 ივლისს ბათუმში რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, CLDP-ის და „საქპატენტის“ ერთობლივი ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, ასევე CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა, სკიპ მარკმა.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვაჟა ფანოზიშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ სიჭინავა.

„კონფერენციის მონაწილეები ტრანსნაციონალური უკანონო ვაჭრობის ახალ ტენდენციებსა და ციფრული მეკობრეობის თავიდან აცილების თანამედროვე მეთოდებს განიხილავენ. მონაწილეები ასევე, ციფრულ გარემოში საავტორო უფლებების აღსრულების საკითხებზეც იმსჯელებენ. ყურადღება გამახვილდება სასურსათო პროდუქტების კონტრაფაქციის საფრთხეებზე, მათ შორის, სპირტიანი სასმელების კონტრაფაქციის რისკებსა და ზიანზე.

კონფერენციაში, „საქპატენტთან“ ერთად, სომხეთის, მოლდოვას, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, უნგრეთის, ესტონეთის, სერბეთის, რუმინეთის და აზერბაიჯანის საპატენტო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ასევე, მონაწილეთა შორის არიან ქართველი და უცხოელი პატენტრწმუნებულები, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO), აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), ევროპოლის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს დანაშაულთან ბრძოლის კოორდინირებული კოალიციის (IPC3), მუსიკის გამომცემელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICMP), ალიანსი კონტრაფაქციული სპირტიანი სასმელების წინააღმდეგ (AACS) და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ კონფერენციის დასრულების შემდეგ, „საქპატენტი“სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა) ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლებს, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების სფეროში, გამოწვევების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის რეგიონული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

27 ივლისს ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების მე-2 ყოველწლიური ფორუმი ჩატარდება, სადაც დელეგატები სამხრეთ კავკასიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, რეგიონულ გამოწვევებსა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით პროგრესს განიხილავენ.

29-30 ივლისს კი, დასკვნითი ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო პრაქტიკის განხილვას მიეძღვნება. დასკვნით ღონისძიებაში საქართველოს საერთო სასამართლოების 25 მოსამართლესთან ერთად, 2 მოსამართლე აშშ-დან, 1 ევროკავშირიდან დაესწრება”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის