ხორვატიის პრემიერი - ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. გასულ წელს ევროპულ საბჭოში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებოდნენ. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს არის ევროკომისიის დასკვნაში გაწერილი. მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით განვიხილავთ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა იქნება. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს ამბიციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა სამიტზე, რომელმაც გააჟღერა გზავნილები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, მან მოახდინა ანექსია და ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ადრე ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგნენ“, - განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

გარდა ამისა, მან საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას მოელის.

„ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით“, - განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ