გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 63 წლის ქალი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 63 წლის ქალი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა ღია ჭრილობა თავის არეში, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი ამბულატორიულად გაეწერება კლინიკიდან.

შემთხვევა ავტობანზე ცოტა ხნის წინ მოხდა, ერთმანეთს ორი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება