„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 126,0 კმ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მ/წ 26 ივლისს, „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 126,0 კმ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ივლისის 06:00 საათიდან, 27 ივლისის 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ჭართალის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

„შემდეგ სოფლებს: ჭარათალას, ზენუბანს, ჭალის სოფელს, ჩიტაურებს, მენესოს, სონდას, მუგუდას, ბუჩაანთკარსა და გვრიტოს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება, გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას, შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის