საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა კობახიძემ ლიეტუვის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა კობახიძემ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, ლიეტუვის რესპუბლიკასა და საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოების უფლებამოსილებათა მნიშვნელობაზე.

„ასევე, ყურადღება გაამახვილეს სასამართლო ხელისუფლების როლზე, სახელმწიფოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე და ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.

ანდრიუს კალინდრამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მიმართ, მხარდაჭერა გამოხატა“,-წერია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს