ლევან ხაბეიშვილი - რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია?

რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია? - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რას აკეთებს პარტია იმისთვის, რომ დეპუტატებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება ჰქონდეთ.

ამასთან, როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თავისუფალი, თუ სააკაშვილი, რომელსაც 600 ათასი ამომრჩეველი ჰყავს, ციხეში იქნება.

"ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას ვადგენთ, რამდენიმე კვირის წინ მეც მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ არ გვიშვებენ და ეს არის რეჟიმის სახე, როცა ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ და სხვათა შორის თამარ კორძაიას ეს გასაჩივრებული აქვს, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ არსებობს.

ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ და მაგალითად, ხუთშაბათს საფრანგეთის ელჩთან მაქვს შეხვედრა, ევროკავშირის ელჩს შევხვდი და ამაზე გვქონდა საუბარი, ვერ ჩაითვლება არჩევნები ლეგიტიმურად და თავისუფლად თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში. ჩვენ ამაზე ვესაუბრებით ყველას და უმნიშვნელოვანესია, რომ თუ არჩევნებზე გვინდა საუბარი, თუ ზოგადად რამე არჩევნებთან დაკავშირებულმა შეიძლება იარსებოს, წარმოუდგენელია პრეზიდენტო სააკაშვილი, რომელსაც 600 ათასზე მეტი მომხრე ჰყავს, იყოს ციხეში,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა