სინოპში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა თურქეთში, ქალაქ სინოპში ,,სინოპის ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციასთან“ ერთად ქართული ბიბლიოთეკა გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიბლიოთეკას საჩუქრად უახლესი ლიტერატურა გადაეცა. გაიმართა შეხვედრები ასოციაციის წარმომადგენლებთან. ამასთან, ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.

სინოპში ქართული ბიბლიოთეკა "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით გაიხსნა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს