„საქართველოს ბანკისა“ და VISA-ს მხარდაჭერით ProdAct Community-ის ღონისძიება „გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში“ გაიმართება

26 ივლისს, ტექნოპარკში საქართველოს ბანკისა და VISA-ს მხარდაჭერით, ProdAct Community-ის ღონისძიება - “გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე სპიკერები ისაუბრებენ პროდუქტების მენეჯმენტზე, ფინტექ პროდუქტებისა და გადახდებისა მნიშვნელობაზე, თუ რა როლს ასრულებს გადახდები ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და VISA-ს მხარდაჭერით, ProdAct Community-ის ღონისძიება “გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში“ 26 ივლისს, ტექნოპარკში გაიმართება.

ღონისძიებაზე სპიკერები ისაუბრებენ პროდუქტების მენეჯმენტზე, ფინტექ პროდუქტებისა და გადახდებისა მნიშვნელობაზე, თუ რა როლს ასრულებს გადახდები ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში. ასევე, გადახდების გლობალურ ტრენდებს, ამ მიმართულებით შექმნილ ახალ პროდუქტებს და მათ სამომავლო განვითარებას განიხილავენ .

მოწვეულ სპიკერებს შორის საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner-ი, ანი მამფორიაა, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ სულ ცოტა ხნის დანერგილ პროდუქტზე - ეგრევე 24/7- ზე ისაუბრებს.

„მოხარული ვარ, რომ სპიკერის როლში უნდა ვისაუბრო იმ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკით ბანკებს შორის თანხის ეგრევე გადარიცხვას 24/7-ზე ხდის შესაძლებელს. ჩვენ, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ვზრუნავთ, რათა გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება, დაზოგონ დრო და მიიღონ, მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისები. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამ პროდუქტის შექმნა. გვინდა დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გამოწვევები, რომელიც გადავლახეთ პროდუქტის შექმნის პროცესში”- განაცხადა ანი მამფორიამ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner - მა.

ღონისძიებაზე სპიკერის რანგში ნათია გავარდაშვილი Visa Caucasus- ის ბიზნეს განვითარების ლიდერი ისაუბრებს ისეთ თემაზე როგორიცაა, გადახდის მოწინავე ტენდენციების შესწავლა (Exploring Cutting-Edge Payment Trend). სპიკერების გამოსვლის შემდეგ, ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება. მას მოდერატორობას ProdAct Community-ის წარმომადგენელი, ლუკა ლომსაძე გაუწევს. პანელის მონაწილეები კი იქნებიან: მარიამ სილაგაძე - გადახდების ტრაიბის ლიდერი, Adjarabet; მარიამ ცერცვაძე - საქართველოს ბანკის დომეინ ექსპერტი; ქეთი ქარსელაძე - Citypay.io-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი. ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა