ოთარ შამუგია რომში იტალიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, რომში ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის ­სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო პოლიტიკის მინისტრს, ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რომში გამართული გაეროს სასურსათო სისტემების 2023 წლის სამიტის ფარგლებში, შეხვედრაზე, მინისტრებმა მდგრადი სასურსათო სისტემების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრისას, ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევითი კუთხით და, ასევე, აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგას სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა ქართული აგროსასურსათო პროდუქტების, მათ შორის, ღვინის და თხილის ხარისხი უზრუნველყოფილი იყოს.

იტალიელმა კოლეგამ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული ღვინო მაღალი ხარისხით გამოირჩევა და კარგი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა მალე გახდება.

შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ შამუგიასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ქ. რომში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება