ლევან დავითაშვილმა იაპონიის ახალ ელჩთან იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იაპონიის ახალ ელჩთან საქართველოში იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათ შორის, საუბარი წარიმართა ურთიერთობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ.

„ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიის ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობას და ამ მხრივ, უფრო მეტი სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების გამართვას. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ იაპონელი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს ტენდენცია გაგრძელდა და იაპონიიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ იაპონიიდან ყოველწლიურად ზრდადია ვიზიტორთა რიცხვი, თუმცა ითქვა, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდებოდა პირდაპირი ავიარეისების არსებობის შემთხვევაში.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის