„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ეს რაოდენობა გასამმაგდა.

შესაბამისად, ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს