„თიბისის“ მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის - დემო დღე გაიმართა

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და „თიბისის“ მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართა. სტარტაპერები დემო დღეზე ინდუსტრიის ექსპერტებისა და ინვესტორების წინაშე საკუთარი იდეებით წარდგნენ, ჟიურის წევრების კითხვებს უპასუხეს და პოტენციური პარტნიორები გაიცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. 10 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე ხუთმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები სფეროს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მენტორებთან, მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეცნო სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

“ღონისძიების განმავლობაში მოეწყო პანელური დისკუსია თემაზე - სტარტაპ ეკოსისტემის ევოლუცია. მოწვეული პანელისტები იყვნენ: კრის ბარი - US Mac-ის გენერალური დირექტორი; ქეთი ქვარცხავა - იურიდიული ფირმა BLC–ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩუგოშვილი - Phubber-ის თანადამფუძნებელი და გური ქოიავა - ინვესტორთა ქსელი Axel-ის და Startup Buro –ის თანადამფუძნებელი.

დემო დღეზე პირველი ადგილი სტარტაპ Rollycks-მა დაიკავა, მეორე ადგილი AI Farmer-მა, მესამე ადგილი კი E-Flow-მ მოიპოვა.

ღონისძიებას მხარი დაუჭირეს: CrocoSquad, Gazelle Finance, Clevertone, VISA, PAYZE, PAVILION WINES, US Mac, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), AXEL, ბიზნეს ფორმულა და Startup Georgia.

CUnicorn-ში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტექ. სტარტაპების მხარდაჭერა და მათი წახალისება. კომპანია მრავალი პროგრამითა თუ ღონისძიებით ეხმარება სტარტაპების განვითარებას, მაგალითად, „თიბისის“ პროგრამა სტარტაპერი მიზნად ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდაჭერა ისახავს. სტარტაპერი ახალბედა ბიზნესებს სთავაზობს შეღავათიან სესხს, წვდომას საოპერაციო პროდუქტებზე, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, კონკურსებს, ღონისძიებებს, მარკეტინგულ თუ მედია მხარდაჭერას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს