ლევან ხაბეიშვილი - ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი

გვითხრეს, რომ საქართველოში რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე რუსული კანონი შემოგვასაღეს, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ. რუსული ფრენები აღადგინეს, ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სადამსჯელო ღონისძიებას ვუყურებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტებს პუტინს და ლავროვს.

„გვითხრეს, რომ საქართველოში რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე რუსული კანონი შემოგვასაღეს, რომლის დაღეჭვაც შემდეგ მოუწიათ. რუსული ფრენები აღადგინეს, ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია.

ასევე, დღეს გურჯაანში, იმ პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ იმართება სასამართლო, ვინც გააპროტესტა ლავროვი და ლავროვის ოჯახი. ფაქტობრივად, ჩვენ ვუყურებთ სადამსჯელო ღონისძიებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტებს პუტინს და ლავროვს. ამ ადამიანებს უმართავენ სასამართლოებს, ათასობით ლარის ჯარიმებს უწერენ, ან პატიმრობით ემუქრებიან. შესაბამისად, ეს ყველა პროცესი აჩვენებს ერთ რამეს - საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და ევროპული მომავალი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა