ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინე ლიმიტოვსკისა და ბანკის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები.

„ხაზი გაესვა ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება, საუბარი შეეხო მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისკენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ახორციელებს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ რეგიონის მასშტაბით ურთიერთკავშირის გასაუმჯობესებლად და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობა, მრავალმხრივი და ორმხრივი განვითარების პარტნიორებთან თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის