საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს HELP-ის განყოფილების უფროსს ევა პასტრანას შეხვდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს HELP-ის განყოფილების უფროსს ევა პასტრანას შეხვდა. მათი ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურატურის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, გენერალური პროკურორის მოადგილემ HELP-ის განყოფილების უფროსს პარტნიორობისთვის, პროკურატურაში HELP-ის სასწავლო კურსის დანერგვაში გაწეული მხარდაჭერისთვის და კურსის წლების განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნათია მერებაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ევროპის საბჭოს HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროკურატურაში 23 სასწავლო კურსი ჩატარდა, რომელშიც 334 თანამშრომელი მონაწილეობდა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ სასწავლო მიმართულებებზეც ისაუბრა.

ევროპის საბჭოს HELP-ის განყოფილების უფროსმა ევა პასტრანამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის და იმ მიღწევებისთვის, რაც პროკურორებს სასწავლო კურსების იმპლემენტაციის პროცესში აქვთ.

ღონისძიებაზე, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ 2016-2023 წლებში, ევროპის საბჭოს პროგრამა -„ადამიანის უფლებების სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის“ “HELP“-ის საქართველოს პროკურატურაში იმპლემენტაციის, პროკურორების მიღწევების და წარმატებული სწავლების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც სალომე შენგელიამ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურას 9 სერტიფიცირებული ტუტორი ჰყავს, რომლებიც პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფში საპროკურორო საქმიანობას ახორციელებენ.

პროკურორების უწყვეტი განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში, 2020 წელს, კოვიდ-19 პანდემიის დროს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ინიციატივით, საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ფარგლებში 6 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 82 პროკურორი სერტიფიცირებული კურსის მონაწილე გახდა.

საქართველოს პროკურატურის ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, HELP-ის სასწავლო კურსების ინტეგრირება პროკურორთა სპეციალიზაციისა და სხვადასხვა ტრენინგ მოდულებში აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ