გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 ივლისს 06:00-დან 09:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ქ.მცხეთაში მაღმაშენებლის, არმაზის, რუსთაველის, წერეთლის, კოსტავას, კარიბჭის, მირიანის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, გიორგობიანის, გამსახურდიას, მამულაშვილის ქუჩებზე, ძეგვში.

„10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტშის სოფლებში ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი.

12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფელი დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ბერი გობრონის, კავთას, დედოფალი ელენეს და მეფე კონსტანტინეს, დავით სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გამოირთვება თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ორხევი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა