დიმა ჩიქოვანი - სასამართლო პროცესი არის უბრალოდ საცირკო სანახაობა, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ ლავროვის და პუტინის საამებლად - სასამართლო პროტესტის ნიშნად დავტოვე

იმ პირობებში, როდესაც რუსული უნივერსიტეტები იხსნება ქვეყანაში, დღევანდელი პროცესი არის უბრალოდ საცირკო სანახაობა, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ ლავროვის და პუტინის საამებლად. მე ეს სასამართლო პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან შეუძლებელი იყო ამდენი სიცრუის მოსმენა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმა ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც დიმა ჩიქოვანი ამბობს, მან სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, მისი ადვოკატის ინფორმაციით კი, პროცესი 4-5 სექტემბერს გაგრძელდება.

„იმ პირობებში, როდესაც რუსული უნივერსიტეტები იხსნება ქვეყანაში, დღევანდელი პროცესი არის უბრალოდ საცირკო სანახაობა, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ ლავროვის და პუტინის საამებლად. მე ეს სასამართლო პროტესტის ნიშნად დავტოვე, აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი მიმდინარეობდა. პირველ რიგში კომიკური იყო მოსამართლის აცილების მოთხოვნა, რომელიც დააყენა შსს-მ სხდომის დასაწყისში და შემდგომ, როცა შს სამინისტროს მოწმეები მოვიდნენ, კერძოდ, ჩემი დამკავებელი და აქტივისტების დამკავებლები, უბრალოდ შეუძლებელი იყო იმ სიცრუის მოსმენა, რომელსაც სხდომათა დარბაზში იძახდნენ. ეს ხალხი არ მონაწილეობდა ჩვენი დაკავების პროცესში, ისინი ფიქციური დამკავებლები არიან, ჩვენი რეალური დამკავებლები არიან „მასკიანი“ გდდ-ს თანამშრომლები, რომლებიც ასრულებდნენ უკანონო ბრძანებას და ხელი შეუშალეს მშვიდობიან პროტესტანტებს გაეპროტესტებინათ ის უმსგავსო საქციელი, რაც იმ დღეს ყვარლის ტბაზე ხდებოდა“, - განაცხადა დიმა ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, 25 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის, პარტიის და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი იყო ყვარელში რუსული ქორწილის პროტესტის დროს დაკავების ეპიზოდთან დაკავშირებით.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება