თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით, მეტროს განახლებისთვის, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი.

„ADB-ის სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება. საქართველოში ჩამოდის კომპანიის ხელმძღვანელი, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან. ზემოაღნიშნული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში, კომპანია შეისწავლის 12 მეტროსადგურის გამტარუნარიანობას, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წვდომადობას, მისი გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დედაქალაქს გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები ექნება.

„მეტროს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისთვის ასევე, მივიღეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა. ამ ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, დედაქალაქს ექნება გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები. როდესაც დავიწყეთ ავტობუსების განახლება, ბევრს ეგონა, რომ ამას ვერ შევძლებდით, რადგან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, სრულად განახლდა ავტობუსების პარკი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება