კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჩაკეტვა ჯერჯერობით არ დაგვჭირდება ისე ჩატარდება სამუშაოები - ის ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჩაკეტვა ჯერჯერობით არ დაგვჭირდება - ის ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურდა და გეგმის მიხედვით, მეტროს რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

კალაძემ რეაბილიტაციის პროცესში განხორციელებულ და ასევე, დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.

„სიმართლე უნდა ვთქვათ, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურდა. ჯერ იყო გამარჯვებული კომპანია „მამისონი“, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია აღნიშნული კომპანიის გაშვება და დღეს ამ სამუშაოებს ახორციელებს „ბადა კონსტრაქშენი“.

სადგურის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ დაგვჭირდება, ისე ჩატარდება და განხორციელდება სამუშაოები. სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში.

ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გეტყვით - შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, მეტროსადგურის დაბლა, ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი, სრულად მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები. განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.

უახლოეს პერიოდში, მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილი შემდეგი სამუშაოები - ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი, ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დროებით დახურვას და ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება, თუმცა ამის შესახებ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას,“ - განაცხადა კალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს