საქსტატმა 104 წლის იუბილე აღნიშნა

საქსტატმა 25 ივლისს საქართველოს სტატისტიკის დღე აღნიშნა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მიმართეს.

„გოგიტა თოდრაძემ დამსწრე საზოგადოებას სტატისტიკის სამსახურის 104 წლის იუბილე მიულოცა და პრეზენტაციის სახით, საქსტატის მიღწევები და სამომავლო გეგმები წარუდგინა. მან მადლობა გადაუხადა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

ღონისძიებაზე წარმატებულ და ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ინფორმაციის მომწოდებელ საუკეთესო ბიზნეს კომპანიებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, სპეციალურად ამ დღისთვის, საქსტატის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი იხილეს, სადაც ასახულია სტატისტიკის სამსახურის ისტორია და დღევანდელი საქმიანობა.

ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა. შესაბამისად აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა