კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ქართულ-გერმანულ საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ქართულ-გერმანულ საზაფხულო სკოლას უმასპინძლა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, საზაფხულო სკოლა თემაზე - „ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები ეროვნული, კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ - გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით ტარდება.

მათი ცნობით, ზაფხულის სკოლის მიზანია, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებზე დისკუსია.

„სესია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სკოლის ძირითად თემატიკაზე და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილეობისთვის.

სკოლის მონაწილეებმა მოისმინეს პროფესორ ნინი შენგელიას ლექცია თემაზე: „კანონის უზენაესობა და ციფრული კონსტიტუციონალიზმი“, ასევე, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, იან დირკ ჰარკეს ლექცია თემაზე: „მემკვიდრეობის უფლება, როგორც საკუთრების უფლება“.

დღის ფარგლებში სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ვორქშოპში, სადაც პრაქტიკულ დავალებებზე იმუშავეს.

საზაფხულო სკოლა 24-დან 29 ივლისის ჩათვლით ტარდება. ორგანიზატორთა შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად არიან - ვურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (გერმანია), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის