დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს და საქმიანობის შედეგები შეაჯამეს

რატი ბრეგაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიული დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლადო ხელაძემ უწყების პრიორიტეტები და სააგენტოს განვითარების ძირითადი მიმართულებები წარადგინა, რაც ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირველი ქართული ინოვაციური მოწყობილობა „Probbox“ – პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა შეიქმნა; გაძლიერდა ადამიანური რესურსი; შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი; დაინერგა ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით; შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები შეიქმნა; მიმდინარეობს ოთხი ახალი პროგრამა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

პრობაციის კოდექსის პროექტზე მუშაობა დაწყებულია, რომელიც არასრულწლოვანთა რეფერირების, აღდგენითი მართლმსაჯულების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პრობაციის მიმართულებებს მოაწესრიგებს. პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტი მალე ამოქმედდება, რაც მსჯავრდადებულთა რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კურატორმა მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, მადლობა გადაუხადეს და დააჯილდოვეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები კეთილსინდისიერი სამსახურისა და დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხოლო მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს. ღონისძიების ბოლოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი „მხატვარი კატოს ამბავი“ აჩვენეს.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს