საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა, 6 თვეში, ნავთობის დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ პირებს ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ. „მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 22588 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის 6 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ და საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით, შესაბამის სასამართლო ორგანოებს გადაეგზავნა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.