ჯაბა სამუშიამ თსუ-სა და მაკ ჯორჯიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსი ჯაბა სამუშიამ და მაკ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ჯერემი ჯეიმს გასაკილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, მაკ ჯორჯია უნივერსიტეტთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ასევე, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრიატის მიმართულებისათვის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის სასწავლო ბაზებს უზრუნველყოფს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მაკ ჯორჯია ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ ოჯახებს განათლების მიღებასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სირთულის გადალახვაში ეხმარება.

„მაკლეინის ასოციაცია სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ოჯახის წევრებსა და მათზე მზრუნველ საზოგადოებას სთავაზობს მხარდაჭერას, განათლებასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობას მათი კომპეტენციის გაძლიერების გზით; ავითარებს და მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტებს; უზრუნველყოფს სამედიცინო საჭიროებების იდენტიფიკაციას, ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს; ფინანსურად და პროფესიულად მხარს უჭერს საგანმანათლებლო საქმიანობებს; უზრუნველყოფს ინფორმირებას შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობები, ქცევის მართვა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და კრიზისული ინტერვენცია.

მემორანდუმის ფარგლებში 2023-2024 აკადემიური წლიდან, მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ ყოველწლიურად სწავლის საფასურს დაუფინანსებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოკუპაციური თერაპიის პროგრამის სამ სტუდენტს. პირველსემესტრელები დაფინანსებისთვის შეირჩევიან ეროვნულ გამოცდაზე მიღებული სარეიტინგო ქულების საფუძველზე“, - ნათქვამია თსუ-ს ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს