ირაკლი ქარსელაძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ირაკლი ქარსელაძემ ელჩს ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, გააცნო „საქართველოს განვითარების სტრატეგია ხედვა 2030“-ის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები, რომელიც მოიცავს როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგების, წყალარინების, ურბანული განახლების, ნარჩენების მართვის და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას.

იაპონიის ელჩმა ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, ინფრასტრუქტურული განვითარების დინამიკა და დასახული გეგმები დადებითად შეაფასა. ასევე, აღნიშნა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა