ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კამელ ბუჰმადს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაზე ADB-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მიმოიხილეს ერთობლივი პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში ADB-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა.

საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებს და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ დგამდა.

"აზიის განვითარების ბანკთან საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მათი მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ADB - მ საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად პროგრამული დახმარება გამოყო, რომელმაც ხელი შეუწყო COVID-19-ის კრიზისის შემდგომი შოკების ფონზე საქართველოს ფისკალური მდგრადობის გაზრდას და ქვეყანას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გაზრდილ ეკონომიკურ გაურკვევლობასთან გამკლავებაში დაეხმარა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ADB-ი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარებას. ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა 2019 წელს ლარის ობლიგაციები გამოუშვა, რამაც ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული ლარიზაციის პოლიტიკის გაძლიერებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის